თბილისის დროით

понедельник, 23 июля 2012 г.

სასწავლო პროექტი-"გზა ევროპისკენ"


1.      პროექტის სახელწოდება: გზა ევროპისკენ;
2.      პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1 – 2 წინადადებით:  მოსწავლეები უკეთესად  დააკვირდნენ, გაანალიზონ  და შეაფასონ ის გზა, რომელიც თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე გაიარა საქართველომ დღემდე;
3.      პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალურია, რადგან დღემდე მიმდინარეობს მწვავე კამათი იმ კურსის გამო, რომელიც არჩეული აქვს დღევანდელ ხელისუფლებას;
4.      პროექტის მიზნები: პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები; პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას. პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეიძენენ, განივითარებენ ისტ - თან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს და მის გამოყენებას სასწავლო - შემოქმედებით პროცესში;
5.      მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი, X  კლასი;
6.      ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე;
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  ჩანახატები, ფოტოები, ინტერვიუები, კედლის გაზეთი, გამოკითხვების პასუხები, პრეზენტაცია, მოძიებული მასალის ბლოგზე გამოქვეყნება;
8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი მასალა: ფურცელი, კალამი, დიქტაფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, დამხმარე ლიტერატურა;
9.      პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):  პროექტის თემისა და იდეის შერჩევის შემდეგ,მოსწავლეებს დავუკონკრეტებ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს. კლასი დაიყოფა ჯგუფებად. პირველი ჯგუფი იმუშავებს საკითხზე:  „რა მნიშვნელობა ჰქონდა ევროპას ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ ეძებდნენ გზას ევროპისკენ სხვადასხვა ეპოქის საქართველოში“.  ისინი მოძიებულ - დამუშავებულ მასალებს წარმოადგენენ MS PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციით; მეორე ჯგუფი გაეცნობა სულხან-საბა ორბელიანს, როგორც საქართველოდან ევროპაში წარგზავნილ დესპანს, იმსჯელებენ სულხან- საბას პოლიტიკურ არჩევანზე და შეეცდებიან, დროის გადასახედიდან შეაფასონ იგი. ისინი მოძიებულ - დამუშავებულ მასალებს წარმოადგენენ ზეპირი პრეზენტაციით; მესამე ჯგუფი გაეცნობა ამავე თემაზე შექმნილ თანამედროვე მხატვრულ ნაწარმოებებს. დააკვირდებიან, რა საერთო პრობლემები შეინიშნება განსხვავებული ეპოქების ნაწარმოებებში, გაარკვევენ, იმ პრობლემებიდან, რომელიც სულხან- საბა ორბელიანის დროინდელ საქართველოში არსებობდა, რომელმა შეინარჩუნა აქტუალურობა შემდგომ ეპოქაში. ისინი მოძიებულ - დამუშავებულ მასალებს წარმოადგენენ წერილობით და მოამზადებენ პრეზენტაციას თემაზე: „საქართველო და ევროპა“; მეოთხე ჯგუფის წევრები  შეაგროვებენ ფოტო მასალას, სოციალური ქსელების საშუალებით გამოკითხავენ თანატოლებს და გაიგებენ მათ აზრს ამ თემაზე . ისინი მოძიებულ - დამუშავებულ მასალებს წარმოადგენენ MS PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციით; დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება: ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო, პრეზენტაციის უნარი;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება. 
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
11.  პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): რუსუდან გონაშვილი;
12.  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  rusagonashvili@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: rusagonashvili1972.blogspot.com

1 коммент.: